თეგებით ძიება

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მუმლაძეს 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მუმლაძეს 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად გიორგი ავრცელებს.

"გადაწყვეტილება მიღებულია 5000 ლარიანი ჯარიმა!

ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ, რადგან უნდა გავიმარჯვოთ 

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის", - წერს მუმლაძე.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლო 2021 წლის 14 აპრილს, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციის საქმეს განიხილავდა, რომლის დროსაც მუმლაძე დააკავეს და ბრალი წაუყენეს მუხლით, რომელიც 2-დან 5 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებდა.

გამოძიების თქმით, მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა