თეგებით ძიება

ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გაჯერებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებთან დაკავშირებით, არ განსხვავდებოდა დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებებისგან.

"ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ჩვენი ქვეყანა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მისი ყველა განცხადება და კითხვებზე პასუხები გაჯერებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით, ამ ქვეყნისა და მათი მოქალაქეების ინტერესებით.

ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელია მის მიერ წარმოთქმული ყველა წინადადება და ყველა სიტყვა საქართველოსთან მიმართებით. ის აჟიოტაჟი და მიზანმიმართული სპეკულაციები, რაც გუშინ ვნახეთ, არის სამარცხვინო, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს ისეთი რამ, რაზედაც არ საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ყოველთვის კეთდებოდა განცხადებები და ყოველთვის ისმებოდა აქცენტები ამ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისად, აქ სიახლე არაფერი იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა