"ხელისუფლება ნატო-ს წევრობაზე უარისთვის ნიადაგს ამზადებს" - გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ხელისუფლება ნატოს წევრობაზე უარისთვის ნიადაგს ამზადებს.
"ნატოს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად, არის რუსული ნარატივი და კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატოს წევრობაზე უარისთვის “მეორე ფრონტის” და “ნეიტრალიტეტის” ყალბი ნარატივის ქვეშ. ევროკავშირისა და ნატოს წევრობა არის მშვიდობის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი", - წერს გახარია.