თეგებით ძიება

ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გაჯერებული იყო მხოლოდ ეროვნული ინტერესებით - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებთან დაკავშირებით, არ განსხვავდებოდა დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებებისგან.

„ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ჩვენი ქვეყანა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მისი ყველა განცხადება და კითხვებზე პასუხები გაჯერებული იყო მხოლოდ ეროვნული ინტერესებით, ამ ქვეყნისა და მათი მოქალაქეების ინტერესებით.

ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელია მის მიერ წარმოთქმული ყველა წინადადება და ყველა სიტყვა საქართველოსთან მიმართებაში. ის აჟიოტაჟი და მიზანმიმართული სპეკულაციები, რაც გუშინ ვნახეთ, არის სამარცხვინო, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს ისეთი რამ, რაზეც არ საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ყოველთვის კეთდებოდა განცხადებები და ყოველთვის ისმებოდა აქცენტები ამ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისად, აქ სიახლე არაფერი იყო“, – აღნიშნა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა