თეგებით ძიება

"რუსეთს არ დავუჩოქებთ“ - სალომე ზურაბიშვილი

"რუსეთს არასოდეს დავუჩოქებთ...“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"როგორც ისტორიამ გვასწავლა, ჩვენი მიტოვება გამოიწვევს რუსეთის მხრიდან დაუსრულებელ აგრესიას. უკრაინაში რუსეთი პოლიტიკურად დამარცხდა, სამხედრო თვალსაზრისითაც დამარცხდა მრავალ ასპექტში. მათ ძალიან დიდი დანაკარგები აქვთ. მათ დაკარგეს ევროპის დანაწევრების, დაქსაქსვის შესაძლებლობა.

უკრაინელების მედგრობა, ძალა, მათი ისტორიული არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ზემოხსენებული გახლავთ იმის შედეგი, რომ რუსეთის მთავრობამ ვერ გათვალა ეს ყველაფერი, ვერც წარმოიდგენდა რუსეთი, რომ დაუმარცხებელი არ იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს როდის დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკებები, ევროპასთან ერთად განსაზღვროს რა გახლავთ მშვიდობა.

ჩვენ ნამდვილად მხარში ვუდგავართ უკრაინას, მე ვსაუბრობ საქართველოს მოსახლეობის სახელით ისევე, როგორც აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობის სახელით, რადგანაც ეს ევროპული მომავალი მათთვისაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს. თავისუფლება, მათი იდენტობის დაცვა. მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც გამოვიდნენ აფხაზეთში, სოხუმში. აფხაზეთი არ იყიდება, რუსეთს არ დავუჩოქებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა