რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხებულია, დაკარგა თავისი უპირატესობა - სალომე ზურაბიშვილი
რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხებულია... მან დაკარგა თავისი უპირატესობა და გაჩნდა განცდა, რომ ის არ არის დაუმარცხებელი, - ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საუბრობს.
"ძალიან ხშირად გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ, იმიტომ რომ ევროპა არ იზიარებს ჩვენს ტრადიციულ, კულტურულ ღირებულებებს და ყველამ ვიცით, რომ ეს არის ტყუილი. არასოდეს არ უნდა უგულებელვყოთ იმ ბნელი ძალების გავლენა, რომლებიც ცდილობენ ჩვენი დემოკრატიული მომავალი შეაფერხონ. ევროპა ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით. მიუხედავადმისი ნაკლები დემოკრატიაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს თავისი წინსვლა ევროპისკენ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.