სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.
კერძოდ, სოფელ კოლაგში, ჩუმლაყსა და ბაკურციხეში დაზიანებულია ვენახები და ბაღები.
სეტყვა და ძლიერი წვიმა 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც სასოფლო სამეურნეო სავარგულების გარდა, სოფლის გზებიც დააზიანა.