შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გაფრთხილება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1-ელ ივნისს 12:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ლუთხუბი, ზანდუკი, კიტოხი, გამსი, მაქართა, ჩოხი, ბახანი, დუმაცხო, თორელაანი, ბაკურხევი, ფახვიჯი, წინა მხარი, დიხჩო, თოთიაურნი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფლებში: აბანოსხევი, ბულაჩაური, ქუბრიაანი, ზემო ბულაჩაური, ქოჩორაანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.