ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე წარმომადგენელი დანიშნა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვისას წარმომადგენლად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ გალუზინი დანიშნა.
"დანიშნოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ იურიევიჩ გალუზინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენლად, როდესაც რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის პალატები განიხილავენ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმების რატიფიცირების საკითხს ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ, რომელსაც ხელი მოეწერა მოსკოვში 2022 წლის 27 სექტემბერს“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამაჩაბლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა. დღემდე დგას რუსული ჯარი საქართველოს ამ ტერიტორიებზე.