თეგებით ძიება

"საბას გვერდით არის უამრავი ადამიანი... ქართველების დიდი გულის ამბავი ხომ იცით?! იმდენი სიურპრიზი ელოდბა" - რას წერს დიკა სალაყაია?

პოეტი, დიკა სალაყაია საბაზე წერს, ბავშვზე, რომელიც სიდუხჭირის გამო, ოჯახს ჯართის შეგროვებით ეხმარებოდა და ახლა საავადმყოფოში წევს. 

მისი თქმით, საბას დახმარების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა.

"მესიჯები და ზარები არ წყდება.

საბას გვერდით არის უამრავი ადამიანი: ბოკეროას კლინიკის თანამშრომლები, ჩემი მეგობრები, უცნობები, ემიგრანტები.

ზოგი საცხოვრებელს სთავაზობს, ზოგი, საკვებით დახმარებას, ზოგი საბას სურვილების შესრულებას და ოცნებების ახდენას.

არასოდეს ჰქონია საბას ტელეფონი და ახლააააა….

ახლაააააა ქართველების დიდი გულის ამბავი ხომ იცით?!

იმდენი სიურპრიზი ელოდბააააა.

ეს კი ერთი უმაგრესი ადამიანია, დღეს მომაკითხა და საბასთვის საჩუქარი გადმომცა.

საბასაც ექნება ტელეფონი და მის დედიკოსაც.

თანხით კი, რომელიც გროვდება, საბას გამოჯანმრთელებას და მისი ოთახის მოწესრიგებას შევუდგებით.

სიკეთე აბედნიერებს!

ჰო და, “ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთოოოოოო", - წერს სალაყაია.

შეგახსენებთ, რომ საბა მძიმედ დაშავდა, რის გამოც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა