თეგებით ძიება

"ცოცხლები არიან, გილოცავთ!" - გერმანიაში დაკარგული 2 ქართველი ემიგრანტი ქალი იპოვეს

გერმანიაში დაკარგული ქართველი ემიგრანტი ქალები იპოვეს. სასიხარულო ინფორმაციას "ემიგრანტების არხის" დამფუძნებელი,  შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

"გერმანიაში დაკარგული ემიგრანტები, უფლისა და ჩვენი კეთილი ხალხის წყალობით, ჩვენი უკეთილშობილესი ემიგრანტი გოგოები მაკა ნაყოფიას და ჯენიტა ქარდავას ადგილსამყოფელი ვიპოვეთ. ისინი დაკავებული ყავთ უსაბუთობის და ვადაგადაცილების გამო. მალე დაუბრუნდება ორივე ემიგრანტი ოჯახს, ჯანმრთელები და საღსალამათები. ოჯახი მადლობას უხდის "შოთო სიხარულიძის ემიგრანტების არხს" გაწეული დახმარებისთვის. ემიგრანტის შვილი, ნინო კორსანტია.

ცოცხლები არიან, გილოცავთ სრულიად საემიგრანტოს!!! იპოვეს დამატებით დეტალებს " შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი"  7 ივნისს მოგაწვდით.

ვულოცავთ ოჯახს! რა ბედნიერებააა! ამაზე მეტად არაფერი გამხარებია დღეს, დიდება უფალს!", - წერს სიხარულიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა