"ქალის გარეგნობის შეურაცხყოფაზე უკეთესი ფორმით თავის დაცვა არ შეგიძლიათ“ - ლორა თორტონი ირაკლი კობახიძეს
NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს და „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
"ქალის გარეგნობის შეურაცხყოფაზე უკეთესი ფორმით თავის დაცვა არ შეგიძლიათ. მე შეიძლება ძველი, მახინჯი ნაფტალინი ვარ, მაგრამ ჩემი მორალური კომპასი მაინც მაქვს. დიდება უკრაინას", - დაწერა თორნტონმა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ, პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართო აგენტები და მათ შორის ლორა თორნტონი მოიხსენია.
"გამოაგორეს ძველი, ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები, ახალი აგენტები, გამოაგორეს სცენაზე. ლორა თორტონი საერთოდ არ გვახსოვდა და უცებ გამოაგორეს. NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი, საერთოდ არ ახსოვდა არავის და უცბად ესეც კი გამოაგორეს სცენაზე", - განაცხადა კობახიძემ.