თეგებით ძიება

"რაც არასოდეს მითქვამს იმას დღეს ვიტყვი ... უმთავრესი კი ჩემი მეგობრის სოსო ჯაჭვლიანის გამო...ძმაო, ვტირი შენს ტკივილს..." - რას წერს ლუკა კურტანიძე?

ვეტერანი სპორტსმენი, ლუკა (ელდარ) კურტანიძე მსახიობ და ყოფილ პარლამენტარ, სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"რაც არასოდეს მითქვამს იმას დღეს ვიტყვი, ბევრი მიზეზის გამო....  და უმთავრესი კი ჩემი მეგობრის სოსო ჯაჭვლიანის  გამო... 2011 წლის დეკემბერს, როცა შიში და უსასრულო უიმედობა იყო, ერთადერთი იმედი რაც გაჩდა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მთელი ერის გაერთიანება და ამ ბოლო იმედსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს.... გმინავდა მთელი ერი და ამ ერში ერთერთი იყო სოსო ჯაჭვლიანი! დეკემბრის ცივი ამინდი იყო, მთხოვა შეხვედრა. ეს ის დროა, როცა ტელეფონზე არ, ვერ ვსაუბრობდით..... შეხვედრის დროს სოსო მეუბნება ლუკა, ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი იმედი დღეს საქართველოს გადარჩენის და რაც არ უნდა მოხდეს, მთელი საქართველო ფეხით უნდა შემოვიაროთო, სიცოცხლის ფასადაც რომ დაჯდეს, მაინც უნდა გავაგებინოთ ხალხს და მთელს მსოფლიოს, რომ ნაც რეჟიმმა ერისკაც ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა!! ეს იდეა მერაბ შათირიშვილმა მითხრა და უნდა წავიდეთო! მე ვუთხარი სოსო დავფიქრდები და ისე გავაკეთოთ, რომ სიმბოლური დატვირთვა იყოს-მეთქი, როცა ვემშვიდობებოდი, მითხრა: ლუკა, ვიცი, ეს გზა სახიფათოა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს.... მე წავალ ამ გზაზე! ფიქრებით დავემშვიდობე... და იცით, რაზე ვფიქრობდი?! ვფიცავარ უფლის წინაშე! ამ გზაზე სოსოს რამე რომ შეემთხვეს?! ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებ-თქო! გვიან დავურეკე და ვუთხარი, სოსო! ჩვენ ვამაყობთ დავით აღმაშენებლის ეპოქით და დღეს გვყავს ერთადერთი იმედი ერის გამაერთიანებელი ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი და ამიტომაც წავიდეთ დავით აღმაშენებლის საფლავზე, იქ დავიფიცოთ საქართველოსთვის შეწირულობა და ფეხით სამებამდე ვიაროთ, იმ სამებამდე, რომელიც ააშენა ბიძინა ივანიშვილმა-თქო! იდეის ავტორთან, მერაბ შათირიშვილთან შევთახმდით და 2011 წლის 25 დეკემბრს მუხლიმოვიყარეთ დავით აღმაშენებლის საფლავთან, ვადიდეთ უფალი და ხუთი დღე და ღამე ფეხით თოვლსა და ყინვაში ვიარეთ, იმ საქართველოში, სადაც   მართალი სიტყვის თქმა სიკვდილს ნიშნავდა, სოსოს მუხლები სტკიოდა, მაგრამ ერთხელაც არაფერი უთქვამს მთელი გზა სულ წინ იყო, როცა ნახევარი გზა გამოვიარეთ, მესამე დღეს მე ფეხები დამიწყლულიანდა, ტკივილისგან ვტიროდი,  შეგნებულად ჩამოვრჩებოდი, რომ ჩემი ცრემლი არ ენახა სოსოს და მერაბს.... იცით, ამას რომ ვწერ, ცრემლი მადგას, რადგან სოსო იყო მაშინ ჩემი იმედი, რადგან ვხედავდი მის უტეხ სულს.... მე სოსო მიყვარს, როგორც უტეხი ქართული სულის სიმბოლო! მე, მსოფლიოს ჩემპიონი, ტკივილს ვერ ვუძლებდი და როცა მას წინ მომღიმარს ვუყურებდი, ჩემს თავზე ვბრაზობდი... ამ პატარა ამონარიდით გეუბნებით, რომ სოსო ჯაჭვლიანი არის ჩემი, ჩვენი სამშობლო საქართველოს დიდი უტეხი სულის ქართველი! ის სიცოცხლის ღირსია! ის ჩემი უტეხი ძმაა, რითაც ვიამაყებ ბოლო ამუსუნთქვამდის! მაპატიე, ჩემო სოსო, მე შენს ცოდვილ ძმას, მაპატიე, რომ გავიგე .... მონასტრიდან მოვდიოდი და ჩვენი ძმობის რომ იციან, აღელვებული ხმით მკითხეს, სოსო..... მე ვუთხარი არა! არა! ეს არ არის მართალი .... რადგან გუშინ ვესაუბრე-თქო ... არა! არადა არაფერი ვიცოდი.... მთელი ცხოვრების კადრებმა ჩაიარა წამებში... ხელი ამიკანკალდა, რომ ამეკრიფა შენთან.... მაპატიე, დღემდე ვერ შევძელი.... მაგრამ ჩემმა გულმა სწორედ უპასუხა, არა, სოსო ცოცხალია და მას სხვა უფლება აღარა აქვს! აი, საქვეყნოდ გითხარი როგორც მიყვარხარ! ჩვენ სამშობლო საქართველოსთვის ვიცოცხლეთ დღემდე და კიდევ ბევრი გვაქვს გასაკაფი! დიდება უფალს და მის წყალობას! 2023, 31 მაისი. ბორჯომის ხეობიდან შენი ერთი ცოდვილი ძმა ლუკა კურტანიძე.... და ბოლოს, გეტყვი, ძმაო, ვტირი შენს ტკივილს.... შენს უთქმელ ტკივილს! ცრემლნარევი გეფერები ჩვენი საფიცარი სამშობლოს სიყვარულით! დღემდე ხომ მისთვის ვიცოცხლეთ ?! ხოდა, უფალმა თუ ინება, კიდევ ვიცოცხლებთ! მიყვარხარ! აი, ასე!!!!", - წერს კურტანიძე.

არსებული ინფორმაციით, სოსო ჯაჭვლიანი მძიმე სენს ებრძვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა