ფრთხილად! ახალი სქემით კიბერთაღლითობის შემთხვევები გახშირდა
არასამთავრობო ორგანიზაცია "ბანკები და ფინანსები" გახშირებული კიბერთავდასხმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
"ბოლო დროს გახშირდა კიბერთაღლითობის შემთხვევები ახალი სქემით:
ბანკის მომხმარებლებს ეგზავნებათ სმს შეტყობინება, რომელიც სხვადასხვა სერვისის გადახდის დავალიანებას ატყობინებს. მაგალითად: NETFLIX გადასახადი ან საქართველოს ფოსტის სერვისის გადასახადი.
მომხმარებელი გადადის ყალბ ბმულზე, შეჰყავს პირადი ინფორმაცია და ეხვევა მახეში, რადგან ბარათის მონაცემების გაზიარებისას კიბერთაღლითი მონაცემებს იპარავს.
ამის შემდეგ ის მოპარული ბარათის მონაცემებს ამატებს Apple/Google Pay wallet-ში, რა დროსაც მომხმარებელს ეგზავნება სმს კოდი ოპერაციის დადასტურებისთვის. სამწუხაროდ მომხმარებელი ამ კოდსაც აზიარებს.
კიბერდამნაშავე კი ვოლეტში დამატებული ბარათით ახორციელებს გადახდებს პოს ტერმინალზე ან ელექტრონულ კომერციაში, ვებგვერდზე გადახდით.
საზოგადოებადაბანკები გიზიარებთ იმ რჩევებს, რომლებიც კიბერთაღლითობას აგარიდებთ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.