თეგებით ძიება

"იყო კარგი ქართველი, ნიშნავს სამივე დრო თანაბრად აცხოვრო საკუთარ თავში" - რას წერს გია მურღულია?

ფილოლოგ, გია მურღულიას აზრით, ნამდვილი პატრიოტობა ეს არის - მუდმივად პერსონალურად ქმნიდე და იცავდე საქართველოს.

"იყო კარგი ქართველი, ნიშნავს სამივე დრო თანაბრად აცხოვრო საკუთარ თავში:

1. იცნობდე შენს წარსულს, გახსოვდეს და უფრთხილდებოდე მას.

2. გაისარჯო იმისთვის, რომ აწმყო ეფუძნებოდეს წარსულს და ბადებდეს ახალ მოტივაციას, იმპულსებსა და შესაძლებლობებს განვითარებისთვის.

3. ქმნიდე მომავალს, რომელიც გადაარჩენს ძვირფას ღირებულებებს და არ შეუშინდება ცვლილებებს, რომლებიც მუდმივად აამაღლებს ჩვენს პიროვნულ, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ კონკურენტუნარიანობას, რათა გზა მივცეთ ქართულ ნიჭიერებას და უწყვეტი პასუხისმგებლობით მყარად ვიდგეთ ერად სხვა ერთა შორის.

ნამდვილი პატრიოტობა ეს არის - მუდმივად პერსონალურად ქმნიდე და იცავდე საქართველოს.

ყველაფერი დანარჩენი უსაგნო, უსარგებლო და სახიფათო ლაყბობაა.

საქართველო თითოეული ჩვენგანის სიყვარულიც არის და პასუხისმგებლობაც.

ამ ორ სიტყვას (სიყვარულსა და პასუხისმგებლობას) ერთად შეგვიძლია ვუწოდოთ ჩვენი მოკლე კონსტიტუცია", - წერს მურღულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა