თეგებით ძიება

აღმოსავლური მისტიკა - ბრძნული გამონათქვამები, რომლებიც თქვენი ინსპირაციის წყაროდ იქცევა

გთავაზობთ ბრძნულ გამონათქვამებს, რომლებიც თქვენი ინსპირაციის წყაროდ იქცევა:

„ჩემი გული იმდენად პატარაა, რომ თითქმის უხილავია.“

„მაშინ, როგორ იტევს ამხელა მწუხარებას?“

„შენი თვალები კიდევ უფრო პატარაა, მაგრამ ისინი მთელ სამყაროს ხედავენ.“

რუმი

ბარის პატრონს ვკითხე:

"მითხარი, რომელია ხსნის გზა?" მან ღვინო ასწია და თქვა:

"სხვა ადამიანების შეცდომებზე არ ვსაუბრობ“.

ჰაფიზი

თითოეულ ჩვენგანს ორი სიცოცხლე გვაქვს. მეორე მაშინ იწყება, როდესაც ვხვდებით, რომ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს.

კონფუცი

მხოლოდ ერთხელ დავდუმდი. ეს მაშინ მოხდა, როდესაც კაცმა მკითხა: "ვინ ხარ?"

ხალილ ჯიბრანი

სილამაზე, რომელსაც ჩემში ხედავ, შენ ხარ.

რუმი

„რატომ ფიქრობ ზედმეტად, ძვირფასო?

ამ სამყაროში, დედამიწასა და ცას შორის, მარტო არ ხარ.

გუშინაც ასე იყო. დღესაც ასეა. რა იქნება ხვალ? არ იფიქრო, არ დაიღალო.

ვინც გაჩუქა ეს სიცოცხლე შენზე ბევრად მეტს ფიქრობს...“

რუმი

თქვენ ვერ შეძლებთ ახალი ჰორიზონტებისკენ გაცურვას, სანამ არ გექნებათ

საკმარისი გამბედაობა, რომ დაკარგოთ ნაპირი.

უილიამ ფოლკნერი

როგორ უნდა გააშენოს გაზაფხულმა მყარ ქვაზე ბაღი?

მოსაწყენი კლდე ხარ, გადაიქეცი მიწად, რომ გაზარდო მრავალი ფერის ყვავილები.

ერთხელ, მხოლოდ ექსპერიმენტისთვის, იყავი დედამიწა!

რუმი

სადღაც თავრიზის მახლობლად, დილის ნიავი და ერთი მუჭა მიწა, მომიშუშებს თვალებს და მაჩვენებს, რა ვქნა.

რუმი

რა არის სიყვარული?

სიყვარული განსჯის არარსებობაა.

დალაი ლამა

როცა იპოვი სიყვარულს, მაშინ იპოვი საკუთარ თავს.

როდესაც შეიცნობ სიყვარულს, სიმშვიდეს იგრძნობ გულში.

შეწყვიტე ძებნა აქეთ-იქით, სამკაულები შენშია.

რუმი

https://www.goodreads.com/quotes/7728526-when-you-find-love-you-will-find-yourself


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა