თეგებით ძიება

"10-14 თეთრით გაუფასურდა ლარი, რამაც გამოიწვია..." - რას წერს ოთო აბესაძე?

ეკონომიკის ექსპერტი, ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში  უდიდესი მონეტარული ტურბულენტობაა.

"მოკლედ რა ხდება, მეგობრებო!

გვინდა არგვინდა გვაქვს ქვეყანაში უდიდესი მონეტარული ტურბულენტობა. 

ეროვნულ ბანკს როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს ლარის გაცვლით კურსს და ეს ყველაფერი გადადის უდიდეს მავნებლობაში. 

საქართველოს ისტორიაში რეკორდული თანხა, 300 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანა ეროვნულმა ბანკმა აპრილში (ყოველგვარი მიზეზის გარეშე) ბაზრიდან და ამან გამოიწვია იმას რასაც ხედავთ ანუ 10-14 თეთრით გაუფასურდა ლარი. 

რასაკვირველია ეს გაუფასურრბა მომენტალურად აისახებოდა ფასებზე. როგორც საწვავზე, ისე პროდუქტებზე, რადგან სამომავლო რეზერვები იმპორტიორებმა უნდა შეავსონ.

თუ იმპორტიორს ეს იქნება საწვავის თუ მაკარონის, ნაყიდი აქვს 2.5 კურსზე საიმპორტო პროდუქტი და უცებ 2.64 ხდება დოლარის ფასი, ისიც მომენტალურად აწევს ფასს, რათა მომდევნო რეზერვების შეძენისას რაოდენობებზე დეფიციტი არ გაჩნდეს. 

შესაბამისად საწვავის ამ ფასნამატზე პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ბანკი ‼️‼️‼️ და მთავრობის ეკონომიკური გუნდი ‼️‼️‼️ 

P.S. დაპირებული იაფი საწვავი ინფლაციამ ანუ ლარის გაუფასურებამ შეჭამა ‼️‼️‼️ 

დროა კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ საქართველოში ეკონომიკური რეფორმები ‼️‼️‼️ 

გაუქმდეს საწვავზე აქციზის გადასახსდი.

დღგ გადავიდეს მცურავ რეჟიმზე.

გაუქმდეს ლარიზაციის პროექტი და ამოქმედდეს მულტისავალუტო სისტემა. 

უნდა მოვითხოვოთ ჩვენი შემოსავლის შესაბამისი ფასებსი როგორც საწვავზე, ისე სურსათზე", - წერს აბესაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა