თეგებით ძიება

1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკსა და მთაწმინდის პარკში ღონისძიებები თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

საბავშვო აქტივობები 16:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტიუმირებული წარმოდგენები და თითების თეატრი; გაიმართება საბავშვო ლიტერატურის გამოფენა - გაყიდვა; იფუნქციონირებს ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე, ასევე, გულსაბნევების დასამზადებელი სადგური, მეზღაპრის კუთხე, ფოტოზონა; გაიმართება საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ექსპერიმენტების შოუ და ფერადი ქაფების შოუ, კარნავალი და სხვა .

ბავშვთა დაცვის დღე ასევე აღინიშნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც - დაგეგმილია საბავშვო გასართობი აქტივობები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა