სად იმყოფება ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, მინდია ლავასოღლი? - ადვოკატის განცხადება
ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ინფორმაცია არ აქვს, სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი.
„სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია, სად იმყოფება ახლა მინდა გორაძე. რამდენჯერმე ვცადე გამეგო, მაგრამ პროკურატურიდან არანაირი ცნობა არ მაქვს. არ მქონია კონტაქტი არც ალბანეთში ადგილობრივ რომელიმე უწყებასთან და არც ოჯახთან“, - ამბობს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.
ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, მინდია ლავასოღლი ალბანეთის პოლიციამ ქალაქ ტირანაში 2023 წლის 7 თებერვალს დააკავა.
ლავასოღლი უკრაინელი მოქალაქის ყალბი პასპორტით სხვა სახელი და გვარით ცხოვრობდა.
ადგილობრივი პოლიცია წერდა, რომ მიმდინარეობდა მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადიციის პროცედურა.
თუმცა, მას შემდეგ ქართველი „კანონიერი ქურდის“ კვალი ქრება და მასზე რაიმე ცნობა არც ადგილობრივ მედია საშუალებას არ გაუვრცელებია.
წყარო: primetime.ge