თეგებით ძიება
01. 06. 2023 მსოფლიო

მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში - რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, საქართველო მომავალი ევროპაშია.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. რეფორმები უნდა ჩატარდეს. კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. რეფორმები გზაშია. მაქვს საქართველოსა და ქართველი ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაზე“, - განაცხადა მეცოლამ.

ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა