თეგებით ძიება

რატომ გაძვირდა ბენზინი?

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ვახტანგ იობაშვილმა საქართველოში რიგ გასამართ სადგურებზე ბენზინის  გაძვირების მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს დღეისთვის საწვავის მთავარ საიმპორტო ბაზარზე არსებული მცირედი რყევების გავლენაა, რომელსაც გრძელვადიანი ეფექტი არ ექნება.

„ჯერჯერობით ისეთი არაფერი ხდება, რომ ხალხს ნეგატიური მოლოდინები შევუქმნათ. ეს რუსეთის შიდა ბაზრის საკითხია. დღეისთვის საწვავის დიდი წილი სწორედ რუსეთიდან შემოდის, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის. შეიძლება დღეს საწვავის იმპორტში რუსეთზე დამოკიდებულების წილი 90%-მდეც გაიზარდა, რადგან მაისიდან დიზელის საწვავის შემოტანაც დავიწყეთ.

სანქცირებული რუსული ნავთობკომპანიების გარდა, რუსეთის ბაზარზე მცირე ზომის არასანქცირებული კომპანიები ოპერირებენ, რომლებიც საწვავს სხვა ქვეყნებში ყიდიან. საქართველოს მიერ შეძენილი საწვავის მოცულობები რუსეთისთვის დიდი არ არის, ბენზინზე ფასის მატება კი რუსეთში ამ ტიპის საწვავზე შექმნილმა მცირე დეფიციტმა გამოიწვია“, - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.

წყარო: BM.GE


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა