ომის დაწყების შემდეგ, 484 ბავშვი დაიღუპა - რას ამბობს ოფიციალური კიევი?
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ სულ მცირე 484 ბავშვი დაიღუპა და 992 დაშავდა, - ამის შესახებ ქვეყნის განაცხადა გენერალურმა პროკურატურამ დღეს განაცხადა.
„გენერალური პროკურატურა აწვდის პროცედურულ მითითებებს ომთან დაკავშირებით ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ 2900-ზე მეტ დანაშაულზე მიმდინარე სამართალწარმოებაზე, მათ შორის: მკვლელობასა და დაზიანებაზე, სექსუალური ძალადობაზე, ბავშვებისთვის განკუთვნილ დაწესებულებებზე, დეპორტაციაზე, იძულებით გადაადგილებასა და გატაცებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.