თეგებით ძიება

"ვალი უნდა გადაიხადოს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე სალომე ზურაბიშვილზე?

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ნიკო ნიკოლაძის კარმული ვალი აქვს.

„ნიკო ნიკოლაძის კარმული ვალი აქვს სალომე ზურაბიშვილს. ვალი უნდა გადაიხადოს, თორემ მსოფლიოს ყველა რელიგიის ენაზე და ამავდროულად და აწ უკვე ძველქართულად რომ ვთქვა – დაერხევა ცაშიც და მიწაზეც.

მას თავისი ცხოვრების მთავარი ამოცანის აღსრულებაში და გზიდან არ აცდენაში უნდა დაეხმაროს ყველა.

საერთოდაც ვფიქრობ, ამ მოკლე ხანში, ქვეყნის მიზნისკენ სავალ გზაზე (ჰაივეია თან, სისწრაფის დაგდება არ შეიძლება) უფრო მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა ვერ აღმოცენდება, ვინც ისტორიული მომენტის კარიბჭესთან დგას, აღჭურვილი თანაც – უმაღლესი ტრიბუნა, კონტაქტები და თანამდებობრივი პოზიცია.

ხოდა, ახლა თუ ოპოზიციისთვისაც ნამდვილად მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, მის გარშემო უნდა მოგროვდნენ და ეს გოლი გაიტანოს ყველამ ერთად.

„დაივიწყეთ პირადი წყენები“ რომ აკერიათ ნაცებს პირზე და „პირად წყენებს“ ეძახიან უმძიმესი შედეგებით დასრულებულ კრიმინალსაც და სისტემურ დანაშაულსაც, სცადონ ახლა და დაივიწყონ პირადი წყენები ამ ერთხელ და იმუშაონ ქვეყნის სინათლეში გასაყვანად. ისმინე კრამონის მესიჯი სწავლის მძებნელო.

„კაი ხალხი ხართ და მთავრობის ჩარევის გარეშე გაჩუქებთ სტატუსს“ – ეს რომ ასე არ ხდება, კი იცით მშვენივრად, ხოდა, რაც მშვენივრად იცით, მშვენივრადვე აღასრულეთ – ბოლოს და ბოლოს, ძლივს, მთავრობაში დასაყრდენი არსებობს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

31 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტისგან ხელისუფლების კრიტიკის  მოლოდინში იყო. თუმცა, როგორც ზურაბიშვილმა მოგვიანებით განმარტა, მას კარგად არ იცნობენ.

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა: „სუფთა ჰაერის მსგავსია, ბოლოს და ბოლოს მოუსმინო ქართველ მაღალჩინოსანს, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ ნებას წარმოადგენს“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა