უკრაინა ქართველ მხატვარსა და მოქანდაკეს, ზურაბ წერეთელსაც ასანქცირებს
უკრაინის ხელისუფლებამ დასასანქცირებელ პირთა სიაში ქართველი მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი, ზურაბ წერეთელიც შეიყვანა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ოფიციალური კიევის მიერ თამაზ გაიაშვილის, დავით გაიაშვილის, კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანიის დასასანქცირებელ პირთა სიაში შეიყვანის თაობაზე.