თეგებით ძიება

ძალიან განვიცდი იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში - ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებთან, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.

„მე ძალიან განვიცდი იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში. ათასობით ადამიანი იღუპება ყოველდღე, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ქალაქები და ა.შ. ბავშვები, ქალები, მოხუცები - ყველანი ზარალდებიან აი ამ ბრუტალური, სასტიკი ომით. ერთი რამე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ომში მყოფ ქვეყანას - მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება.

რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს გარკვეული სპეკულაციების საშუალება მივცე. დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად, ზელენსკისა და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი ეს არის ჩემი კომენტარი“, - განაცხადა პრემიერმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელორუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა