თეგებით ძიება

შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გაფრთხილება

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ივნისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დაბა თიანეთში: 9 აპრილის, რუსთაველის, ნამორაძის და მიმდებარე ქუჩებზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჟებოტა, ტუშურები, ზარიძეები, ახალსოფელი, იარაჯულები, ქვემო არტანი, ჯიჯეთი და მიმდებარე სოფლებში.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში: მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, ზემო ხორხი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა