ბელგოროდში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები
რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა. აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა და მანქანა დაზიანდა. ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
მისი თქმით, ადგილზე ამ წუთებში ოპერატიული სამსახურები და საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.
ამასთან, ბაზა Telegram-ზე წერს, რომ ქალაქში კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.