ჯო ბაიდენმა ამერიკელებს „ლგბტქი+ პრაიდის თვე“ მიულოცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა LGBTQI+ სიამაყის თვესთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ განცხადება გამოაქვეყნა.
„ამ თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით LGBTQI+ უფლებებზე სასტიკი თავდასხმების ფონზე, ჩვენ პატივს ვცემთ LGBTQI+ ამერიკელებს, რომლებიც ულმობლად და უკომპრომისოდ იბრძვიან თავისუფლებისა და თანასწორობისთვის და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მათი უფლებები ადამიანის უფლებებია“, – დაწერა ჯო ბაიდენმა.