თეგებით ძიება

ეს ფრანგი ქალბატონი შუა საუკუნეებშია ჩარჩენილი - პეტრე ცისკარიშვილი პრეზიდენტზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შუა საუკუნეებში ჩარცენილი უწოდა. ამის შესახებ ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ეს ფრანგი ქალბატონი ჩარჩენილია შუა საუკუნეებში და ლაპარაკობს, თან აქაც იტყუება, რომ ხალხის უმრავლესობას უნდა, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იჯდეს - ეს თქვა მან ფრანგულ მედიასთან. ხალხის უმრავლესობაზე აპელირებს. ავღანეთის რომელიღაც ტომში ვართ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით ვიხელმძღვანელოთ? თუ  უნდა საუბრობდეს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე, მოსამართლეზე ფრანგულ მედიასთან, რომელსაც პრაქტიკულად თავის ენაზე ელაპარაკება და აგებინებს, თან აქაც იტყუება, ბოლო კვლევებით 63%-ი უჭერს მხარს მიშა სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობა მისი ციხეში გამოკეტვის და იქ მისი წამების მომხრე არ არის. ამ ტყუილებს თავი რომ დავანებოთ, ის აპელირებს შუასაუკუნეობრივი კატეგორიებით. ხალხთან შეხვედრები ჰქონია საერთოდ, ხელი ჩამოურთმევი? თავისი ოფისის ქოცურ წრეში რა განწყობაც არის, იმას ესაუბრება ფრანგულ მედიას“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა