თეგებით ძიება

ყოველთვის განებივრებული ვიყავი საჩუქრებით, ჩემგან გაბრაზებული და გამწარებული ადამიანი არ არსებობს - რას ამბობს რეზი ქირია?

რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, რეზი ქირია საკუთარი ჩაცმის სტილით და პროქტში მიღებული საჩუქრებით გამოირჩევა. ამის შესახებ მონაწილე თავად საუბრობს.

"პრაიმ ჰაუსამდეც“ ასეთი განებივრებული ვიყავი საჩუქრებით. არ ვიცოდი, აქაც თუ გაგრძელდებოდა. პროექტში შემოსვლამდე ბევრი ადამიანი მიცნობდა და საზღვარგარეთაც ხშირად დავდიოდი. იქაც უამრავ ადამიანს ვიცნობ და მაქვს კარგი ურთიერთობები. ჩემგან გაბრაზებული და გამწარებული ადამიანი არ არსებობს, ამ სითბოს რომ გავცემ, უკანაც მიბრუნდება. უდიდეს მადლობას ვუხდი ყველას... ვფიქრობ, ადამიანებისთვის ბედნიერებაა, როცა ვიღაც გაფასებს. 

- ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი რა იყო?

- ადამიანმა მიმიყვანა ისეთ ადგილას, სადაც რომანტიკული გარემო დამახვედრა. მცირე საშუალებით იმდენი გააკეთა, რომ დღემდე მახსოვს. სანთლები, ვარდები... ძალიან ლამაზი იყო.

ახლახან, კვიპოსში ვიმყოფებოდი. სასტუმროს ნომრის კარი რომ შევაღე, იმ დამხვდა ვარდები, გედები, გარშემო ბუშტები ეყარა... სხვა ქვეყნიდან დარეკა სასტუმროში და ასეთი რამ დამახვედრეს. რაც შეეხება „პრაიმ ჰაუსში“ მიღებულ საჩუქრებს, ორი ანონიმურია და ჯერ ვერ გავარკვიე ვინ არიან. მესამე საჩუქრის ავტორი გამოვიცანი, მივწერე კიდეც და აღიარა მე ვარო", - ამბობს რეზი ქირია "პრაიმტაიმთან“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა