რუსეთი უკრაინაში გამარჯვებული გამოვა, ამაში ეჭვი არ მეპარება - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში მისი ქვეყანა გაიმარჯვებს.
"სპეცოპერაციის დროს რუსეთი იცავს მიწას, ხალხსა და ღირებულებებს, შესაბამისად, ის აუცილებლად გამოვა გამარჯვებული. ამაში ეჭვი არ მეპარება, ეს ყველაფერი ცხადია“, - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.