თეგებით ძიება
02. 06. 2023 ვიდეო

სასტიკად ნაწამები და სისხლისგან დაცლილი იყო - რა ჩანს სათვალთვალო კამერაში, რომელმაც ქართველი მეზღვაურის საბედისწერო ღამის დეტალები დააფიქსირა? (ვიდეო)

31 წლის ქართველი მეზღვაურის მკვლელობისთვის დაკავებული ბრაზილიელი ძებნილია, რომლის სახელი 9 სხვა მძიმე დანაშაულში ფიგურირებს.

ის პოლიციამ სათვალთვალო კამერების გაშიფვრის შემდეგ  დააკავა.

ჩხრეკისას მას მოკლულის პირადი ნივთები და საბანკო ბარათები აღმოაჩნდა. ილია კახაბერიძის ცხედარი სასტუმროს პერსონალმა  ნომერში აღმოაჩინა. ქართველი ლოგინზე იყო მიბმული,  სასტიკად ნაწამები და სისხლისგან დაცლილი.

ახალგაზრდა კაცი, რომელიც  ბრაზილიაში სამოგზაუროდ იყო წასული  ადგილობრივი კრიმინალის მსხვერპლი გახდა.

riodenojeira.oficial, მკვლელობაში ბრალდებულის ვიდეოს აქვეყნებს. 

"უოლას დე ოლივეირა გომესი, სასტუმროში ილია კახაბერიძესთან ერთად, ღამის 2 საათზე დაბინავდა და დილის 6 საათზე სასტუმრო დატოვა, რა დროსაც, სასტუმროს თანამშრომელს ეჭვი შეეპარა და ოთახი შეამოწმა. მან ნახა, რომ ილია საწოლზე მიბმული და გარდაცვლილი იყო.

თვითმხილველებმა, ეჭვმიტანილი იცნეს და პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ,  ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში 31 წლის ქართველი მეზღვაური, ილია კახაბერიძე მოკლეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა