საბერძნეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც ქვეყნის 12 რეგიონში, 37 ჯერ გაქურდა სუპერმარკეტები
საბერძნეთში დააკავეს 48 წლის ქართველი, რომელმაც ქვეყნის 12 რეგიონში, 37 ჯერ გაქურდა სუპერმარკეტები. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კაცი პოლიციამ მაღაზიიდან მორიგი ქურდობის დროს დააკავა. მოპარული პროდუქცია მას სუპერმარკეტში დააბრუნებინესს. შემდეგ გაირკვა, რომ მან ბოლო ორი კვრიის განმავლობაში კიდევ 6 სუპერმარკეტი გაქურდა აჩაიაში, ატიკასა და კორინთიაში.
წინასწარი გამოძიების დროს გაირკვა, რომ ქართველმა დამნაშავემ საბერძნეთის 12 სხვადასხვა რეგიონში სუპერმარკეტები გაქურდა და გარუკვეველი რაოდენობის პროდუქცია მოიპარა. მის წინააღმდეგ განმეორებით ქურდობის ფაქტზე საქმე აღიძრა.