შვეიცარიის პარლამენტმა უკრაინისთვის იარაღის გადაცემაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პარალტამ - ნაციონალურმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მესამე ქვეყნების მიერ, მათ განკარგულებაში არსებული შვეიცარიული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემას ითვალისწინებდა.
კენჭისყრის შედეგები იყო - 98 ხმით, 75-ის წინააღმდეგ, ორმა დეპუტატმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ მიმართა შვეიცარიას თხოვნით, დაუშვას კიევისთვის შვეიცარიული იარაღის გადაცემა, რომელიც მათ არსენალში აქვთ.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.