თეგებით ძიება

"ბენზინით შემოგვივარდა, უნდა დაგწვათ, პატრიარქს რატომ ერჩითო..." - ვინ ემუქრებოდა თამარ ჩერგოლეიშვილს?

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ინციდენტზე წერს, რაც რედაქციაში რამდენიმე წლის წინ მოხდა.

"ოთხი წლის წინ, "ტაბულაში" ბენზინით შემოგვივარდა ადამიანი, უნდა დაგწვათ, პატრიარქს რატომ ერჩითო.

როგორც შემოვარდა, ისე გავარდა თავისი ბენზინიანად და ფაქტით დაიჭირეს (დავაჭერინეთ). 

შეურაცხადი ვარო და ხონში უკრეს თავი.  

მერე ოჯახის წევრი შემეხმიანა (კარგი ქალია, სინქrონული თარგმანი გაგვიკეთებია ერთად, წინის წინა ცხოვრებაში) და მისი თხოვნით, გამოვაშვებინე - შემეცოდა ხონისთვის.

ახლა ვნახე, მაშიარებს და

საქართველოდან გაძევებით მემუქრება.

სიცილით ვიგუდები", - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა