თეგებით ძიება

"შენი ცხოვრება მოკლე იყო, მაგრამ ხსოვნა იქნება მარადიული" - სოფელ გვარაში ახალგაზრდა პედაგოგი გარდაიცვალა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ, გვარაში მასწავლებელი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას "სსიპ გვარის საჯარო სკოლა“ ავრცელებს.

"ჩვენო ინგა!

მწუხარება განუზომელია. შენი დაკარგვის ტკივილი სიტყვებით ვერ გამოიხატება, მიდიხარ ამ ქვეყნიდან ზეციურ სასუფეველში. გულწრფელად ვწუხვართ და განვიცდით. დატოვე სევდის კვალი.

შენი ცხოვრება მოკლე იყო, მაგრამ ხსოვნა იქნება მარადიული.

უფალს ებარებოდე!

ქობულეთის რესურსცენტრი,გვარას საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები, ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ინგა შავიშვილი.

პანაშვიდი პარასკევს, 2 ივნისს, გასვენება შაბათს, 3 ივნისს სოფელ გვარას ივერის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან", - წერია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა