თეგებით ძიება

უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ნებისმიერი კომპანიის სანქცირება, რომელსაც საერთაშორისო სანქციების დარღვევისთვის დაასანქცირებენ, არ არის კარგი, მაგრამ ბიუჯეტზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც "ჯორჯიან ეარვეისია", არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

"უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია არ ნიშნავს საერთაშორისო სანქციას. "ჯორჯიან ეარვეისის" ან ნებისმიერი კომპანიის სანქცირება, რომელიც დაარღვევს საერთაშორისო სანქციებს და ამის გამო დაასანქცირებენ, ეს არ არის კარგი, მაგრამ ბიუჯეტზე და ქვეყნის ეკონომიკაზე ისეთი კომპანიის დასანქცირება, როგორიც არის "ჯორჯიან ეარვეისი", რა თქმა უნდა, არ იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი.

თუმცა, უკრაინის მიერ სანქციების სიაში შეტანა არ ნიშნავს, რომ მასზე ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. საერთაშორისო სანქციების მიღებას აქვს თავის პროცედურები და წესი, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები. ნამდვილად არ მაქვს მოლოდინი, რომ "ჯორჯიან ეარვეისი" თუ არ დაარღვევს სანქციებს (მე დიდი იმედი მაქვს, არც ერთი კომპანია არ დაარღვევს და ყველა აღასრულებს იმ სანქციებს, რომლებიც დაწესებულია როგორც ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ისე ამერიკის მიერ), არ მოხვდება სანქცირებულთა სიაში. უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას," - განაცხადა კაკაურიძემ.

ინფორმაციისთვის, "ჯორჯიან ეარვეისი" უკრაინამ დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა