"შენი ბოლო სიტყვები არასოდეს დამავიწყდება: "რომ მოვკვდე, მაინც არასოდეს მიგატოვებო" - იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
იტალიის ქალაქ ნეაპოლში 35 წლის ქართველი ემიგრანტი, თორნიკე შიოშვილი გარდაიცვალა.
ტრაგედიას მისი მეუღლე, თიკო ჩუთლაშვილი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.
"ჩემო გიჟმაჟო ბიჭო, ჩემო სიყვარულო, ასე როგორ დამტოვე?! როგორ არ იფიქრე ჩემზე?! მე ხომ შენ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. შენ გვერდით ხომ ყოველთვის დაცულად ვიყავი. შენი ბოლო სიტყვები არასოდეს დამავიწყდება: რომ მოვკვდე მაინც, არასოდეს მიგატოვებო", - წერს მეუღლე.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა.