თეგებით ძიება

"ჩემო თოჯინა, შენ ძალიან მალე გამოჯანმრთელდები" - 3 წლის ქართველს საბერძნეთში მოტოციკლი დაეჯახა

ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცის ავრცელებს.

მისი თქმით, 3 წლის ქართველი ემიგრანტის ქალიშვილი, ავარიაში მოყვა.

მომხდარი ავარიის შედეგად სამი წლის გოგონა რეანიმაციაში გადაიყვანეს.

"გუშინ, საბერძნეთის ტელევიზიამ საშინელი ინფორმაცია გადმოსცა... ჩვენი ახლობელი ქართველი ემიგრანტის ქალიშვილს, პატარა ლილეს და მის თანმხლებ ქალბატონს მოტოციკლი დაეჯახა და საგზაო შემთხვევის გამო, ჩვენი პატარა რეანიმაციაში გადაიყვანეს.

ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ანგელოზო! შენ გაიმარჯვებ! შენი მშობლები საუკეთესო ადამიანები არიან და ღმერთი არ გასწირავს არც მათ და არც შენ!

 ჩემო თოჯინა, შენ ძალიან მალე გამოჯანმრთელდები და ეს ყველაფერი, ერთი ცუდი სიზმარივით ჩაივლის...

შენი იმედი გვაქვს უფალო!", - წერს ემიგრანტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა