22 მაისს გაუჩინარებული ბორჯომელი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
22 მაისს გაუჩინარებული ახალგაზრდა, ვახო მეტრეველი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სოფელ გომთან, წყლიდან გამორიყული ნახა ადგილობრივმა.
საინფორმაციო პორტალი „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, ვახო მეტრეველი სწორედ იმ დღეს გაუჩინარდა, როცა მისი ძმა, ბორჯომელი ბიზნესმენი ნიკოლოზ მეტრეველი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდას 10 დღის განმავლობაში ეძებდნენ.