თეგებით ძიება
02. 06. 2023 მსოფლიო

რუსეთმა კონტრშეტევა უნდა იგრძნოს - ვოლოდიმირ ზელენსკი

კონტრშეტევა კინო არ არის, მთავარია, ის რუსეთმა დაინახოს და იგრძნოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან, ალან კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს კინო არ არის, ჩემთვის რთულია, თქმა, როგორ დაინახავთ თქვენ კონტრშეტევას. მთავარია, ის რუსეთმა დაინახოს და არა მხოლოდ დაინახოს, არამედ იგრძნოს. განსაკუთრებით იმ ჯარებმა, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორია. ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, სწორედ ეს არის კონტრშეტევის შედეგი. როდესაც ის დაიწყება, თქვენ მიხვდებით, რომ ეს ხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა