ქობულეთში, 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე სავარაუდო მკვლელის მამა დააკავეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 18 მაისს 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე სავარაუდო მკვლელის მამა დააკავეს.
სავარაუდო მკვლელის მამა სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ინფორმაციისთვის, ლეღვაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელმა ქვეყანა დატოვა. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.