თეგებით ძიება

თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება - გაიგეთ, აღდგენის დრო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

კრწანისის რაიონში წყალი შეწყვეტილია, კომპანია აღდგენის დროს ასახელებს.

„2 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, კრწანისის ქ. ll შეს. N3-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 2 ივნისს 10:00 საათიდან 3 ივნისის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში:

კრწანისის 47-85(კენტი), 58-82(ლუწი), კრწანისის II შესახვევს, კრწანისის III გასავალს, ა.ჯაფარიძის, გ.ვოლსკის, ორთაჭალის 77-135 ,(კენტი), 60-134(ლუწი), წინანაურის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS- შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა