ხარკოვში ნაღმზე მანქანა აფეთქდა - დაღუპულია ქალი, დაჭრილია 3 მოზარდი
ხარკოვში, დანაღმულ ტერიტორიაზე მანქანა აფეთქდა, რომელშიც 37 წლის ქალი, სამ მოზარდთან ერთად იმყოფებოდა.
ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 და 15 წლის გოგონები და 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმები მათ გადარჩენას ცდილობენ.
რუსეთის შეჭრიდან, 2023 წლის აპრილის მონაცემებით, რუსულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად 124 უკრაინელი დაიღუპა, მათ შორის ექვსი ბავშვი.
უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიის დაახლოებით 30% (დაახლოებით 174 ათასი კვ.კმ) სავარაუდოდ ამ დრომდე დანაღმული რჩება. ეს მაჩვენებელი კი ავღანეთსა და სირიასაც კი აღემატება.