თეგებით ძიება
03. 06. 2023 მსოფლიო

უკრაინა მზად არის, დაიწყოს კონტრშეტევა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევისთვის მზად არის. ამის შესახებ ზელენსკიმ „უოლ სთრით ჯორნალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევს იმედი აქვს, რომ კონტრშეტევა შეცვლის ომის დინამიკას.

„სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება. შეიძლება, ვითარება სრულიად განსხვავებული გზით წავიდეს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა