თეგებით ძიება

ტემპერატურა +25 გრადუსზე მაღალი იქნება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი?

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ უეხლოეს დღეებში, საქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსზე მაღალი იქნება.

"ისევე როგორც გასულ კვირაში, ახლაც, ამინდს სუბტროპიკული ქედის გავლენა განსაზღვრავს, თავად სახელი იმაზე მეტყველებს, რომ წინ თბილი დღეები გველოდება, რასაც ზოგან შეიძლება თან ახლდეს ზაფხულისთვის დამახასიათებელი ხანმოკლე წვიმა, მხოლოდ საღამოს საათებში.

შეგიძლიათ გაირუჯოთ ან გაატაროთ დრო ბუნებაში, მთელი დღის განმავლობაში ღრუბლიანი ამინდი და გადაბმული წვიმა მოსალოდნელი არსად არ არის.როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსზე მაღალი იქნება, ასევე დათბება ღამითაც", - წერს მეტეოროლოგი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა