სერხიო რამოსი პსჟ-ს ტოვებს
ესპანელი ფეხბურთელი, სერხიო რამოსი „პარი სენ-ჟერმენს“ ტოვებს. ამის შესახებ პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა.
„რამოსი ნამდვილი პროფესიონალია. მან გუნდში გამოცდილება, დისციპლინა და კონკურენცია მოიტანა. მას თავგანწირვა და ყველაფერში გამარჯვების სურვილი ამოძრავებდა.
57 მატჩში ამ ფეხბურთელმა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად არის მიჩნეული, ხუთი გოლი გაიტანა. მოხარულები ვართ, რომ რამოსი ასე თავდადებით იცავდა კლუბის ღირსებას და გულწრფელად ვუსურვებთ მას წარმატებას მომავალ კარიერაში“, – წერია კლუბის განცხადებაში.