20-მდე პოლიციელი დამესხა თავს და გამიტაცა - შოთა თუთბერიძე
ადვოკატი, შოთა თუთბერიძე, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გუშინ დააკავეს, დაკავების პროცესს იხსენებს და ამბობს, რომ მას უკანონოდ, 20-მდე პოლიციელი დაესხა თავს და გაიტაცა.
„დამაკავეს აბსოლუტურად უკანონოდ. ეს არ იყო დაკავება, ეს იყო თავდასხმა ჩემზე, როცა 20-მდე პოლიციელმა ყველანაირი კომუნიკაციის გარეშე გამიტაცა და წამიყვანა ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობას ეშინია თავისუფალი სიტყვის საქართველოში და ისინი უკვე ებრძვიან ღიად, არამხოლოდ გამოხატულ პროტესტს, არამედ ნაგულისხმებ პროტესტსაც. ბავშვები და ადამიანები, რომლებმათ მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრება მაოხმარეს სწავლებას და ადამაინის უფლებების დაცვას დააკავეს ზონდერმა ხელის ბიჭებმა რომელიღაცა უჭკუო ჩინოვნიკის ბრძანებით. ეს არის ნათელი ინდიკატორი იმისა, რომ საქართველოშ დემოკრატია კვდება, იმისა, რომ დიქტატურა კი არ მყარდება, უკვე დამყარდა და მე ვფიქრობ, რომ ყველა გონებაგახსნილი ადამიანის ცნობიერებაში წითელი განგაშის ნათურა უნდა ჩაირთოს", - ამბობს თუთბერიძე.
ცნობისთვის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე გუშინ პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, თუმცა უფლებამდაცველი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.