თეგებით ძიება

"ბიჭი, რომელიც ჯართს აგროვებდა, რომ პური ეყიდა, სავაადმყოფოდან ასე გააცილეს... პატარა ძმასთანაც გაატანეს სათამაშოები, შინ რომ ელოდებოდა…" - ემოციური ფოტოები

პოეტი, დიკა სალაყაია პატარა საბაზე მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ სიურპრიზზე წერს.

"ბიჭი, რომელიც ჯართს აგროვებდა, რომ პური ეყიდა, სავაადმყოფოდან კლინიკის წარმომადგენლებმა ასე გააცილეს.

ბოკერიას კლინიკის ექიმები, მენეჯერი და ხელმძღვანელობა ფეხზე იდგა საბას გამო, ერთი წამით არ დაუტოვებიათ ჩვენი ბიჭი მარტო. წასვლის წინ კი კლინიკამ საბას საოცნებო ტელეფონი და უამრავი საჩუქარი გადასცა.

იმ პატარა ძმასთანაც გაატანეს სათამაშოები, შინ რომ ელოდებოდა….

ასეთი ადამიანები ცვლიან, ამზიანებენ სამყაროს...

მადლობა კლინიკის ყველა თანამშრომელს…

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, სიტყვებს ვერ ვპოულობ", - წერს სალაყაია.

შეგახსენებთ, რომ საბა დაშავდა და მას სასწრაფო ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა