კრემლი ამტკიცებდა, რომ მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმია ჰყავდა, ვხედავთ უკრაინაშია მეორე - ენტონი ბლინკენი
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთ-უკრაინის ომი შესაფასა.
მისი თქმით, ამ ომში რუსეთი მარცხდება.
"პრეზიდენტი პუტინი ორი ათწლეული ცდილობდა, უახლესი შეიარაღებით, გამარტივებული ბრძანებებითა და კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცებით, რუსეთის არმია თანამედროვე ძალად ჩამოეყალიბებინა. კრემლი ხშირად ამტკიცებდა, რომ მას მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი ჯარი ჰყავდა და ბევრს ამის სჯეროდა. დღეს ბევრი ხედავს, რომ რუსეთის არმია მეორე ყველაზე ძლიერი არმიაა უკრაინაში. მისი აღჭურვილობა, ტექნოლოგია, ხელმძღვანელობა, ჯარები, სტრატეგია, ტაქტიკა და მორალი, წარუმატებლობის გაკვეთილია, მაშინაც კი, როცა მოსკოვი უკრაინასა და უკრაინელებს დამანგრეველ, განურჩეველ და უსასყიდლო ზიანს აყენებს", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.